&
K R

შა შე შვ შლ შო შხ
შებ შელ შემ შერ შეს შეძ

შელფორდის ტოლერანტობის კანონი

კანონი, რომლის მიხედვითაც სახეობის არსებობა განისაზღვრება შემზღუდველი ფაქტორებით, რომლებიც არა მხოლოდ მინიმუმზეა, არამედ მაქსიმუმზეც. ჩამოყალიბებულია ამერიკელი ზოოლოგის, ეკოლოგის, ძირითადად წყლის ორგანიზმების დარგის სპეციალისტის, ვიქტორ ერნესტ შელფორდის მიერ 1911 წელს (ინგლისური. Shelford Victor Ernest, 1877 - 1968). იგი ავსებს ლიბიგის მინიმუმის კანონს, სადაც საუბარია მხოლოდ მინიმუმზე - „ორგანიზმის კეთილდღეობის შემზღუდველი ფაქტორი შეიძლება იყოს როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური ეკოლოგიური ზემოქმედება, რომლის დიაპაზონი განსაზღვრავს ორგანიზმის გამძლეობის (ტოლერანტობის) ხარისხს ამ ფაქტორის მიმართ". მაგალითად: ცოცხალი ორგანიზმებისთვის აუტანელი შეიძლება იყოს სითბოს, სინათლისა და წყლის არა მხოლოდ ნაკლებობა (როგორც ლიბიგმა აღნიშნა), არამედ მათი სიჭარბეც. ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც იმყოფება ჭარბ ან შეზღუდულ მდგომარეობაში, შეიძლება ორგანიზმის და პოპულაციების განვითარების პროცესს ზღუდავდეს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9