(ინგლისური. Afterglow)- მოთეთრო ან მოვარდისფრო მზის სხივის ფართო რკალი ცაზე, გაფანტული მცირე ზომის ატმოსფეროში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მიერ. შემდგომი ნათება შეიძლება გამოჩნდეს უმაღლესი ღრუბლების თავზე ბინდის გაქრობის საათებში, ან იქნეს არეკვლილი მთის ფერდობებზე მდებარე თოვლის მაღლივი ველებიდან მზის ჩასვლის საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ. ნაწილაკები ქმნიან გაფანტვის ეფექტს თეთრი სინათლის შემადგენელ ნაწილებზე. შემდგომი ნათების საპირისპიროა წინა ნათება, რომელიც მზის ამოსვლამდე ჩნდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024