დაბინძურება, რომელიც ადამიანთა მოღვაწეობის შედეგად წარმოიქმნება, ბუნებრივი დაბინძურების ინტენსიობაზე მათი პირდაპირი და ირიბი გავლენის ეფექტების ჩათვლით. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ადამიანი და მისი საქმიანობის შედეგები ახდენენ ძირეულ გავლენას და ცვლიან ბუნებრივ გარემოს, მისი დაბინძურების ძირითადი და ყველაზე საშიში წყაროა ანთროპოგენური დაბინძურება. ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ატმოსფეროს, შეიძლება იყოს მყარი (სამრეწველო მტვერი), თხევადი და აირისებრი და ასევე ჰქონდეს მავნე მოქმედება ატმოსფეროში ქიმიური გარდაქმნებისთანავე, ან სხვა ნივთიერებებთან ერთად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.