(გერმანული. Schlacke) - ნარჩენები (წიდა), რომლებიც მიიღება თხევად (გამდნარ) და მყარ მდგომარეობაში, მაგალითად, ლითონების დნობისას, თუჯის რკინად ან ფოლადად გარდაქმნის პროცესში გაცივებისას წარმოქმნილ ქვიან ან მინისებრ მასას. მეტალურგიაში - სუბპროდუქტი ან ნარჩენები ლითონის წარმოებიდან, ღირებული კომპონენტების ნარჩენებისგან გაწმენდის შემდეგ (ამოწურვა), ნაგავსაყრელზე გასაგზავნი. წიდებს აქვთ რთული და მრავალფეროვანი ქიმიური შემადგენლობა (30-მდე ქიმიური ელემენტი). არსებობს წიდები შავი მეტალურგიიდან (მაგალითად, ბრძმედული, ფოლადის წარმოების, ფეროშენადნობის) და ფერადი მეტალურგიიდან. ფერადი მეტალურგიაში არის კონვერტაციისა და ნაგავსაყრელის წიდა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024