&
K R

შა შე შვ შლ შო შხ
შობ

შობადობა

გამრავლების შედეგად დროის ერთეულში გაჩენილი ინდივიდთა რაოდენობა. შობადობა მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მის დონეზე მოქმედებს სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ბიოლოგიური და სხვა ფაქტორები. მოსახლეობის აღწარმოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ტერმინი აღნიშნავს ბავშვთა შობას არა ცალკეული შემთხვევების, არამედ ერთობლივი პროცესის სახით ადამიანთა ჯგუფების (ასაკობრივ, ეთნიკურ და ტერიტორიულ ჭრილში) ან მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის მასშტაბით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9