&
K R

ჩა ჩვ ჩრ
ჩამ ჩაშ

ჩამდინარე წყლები

მისი გამოყენების შემდეგ დადგენილი პროცედურის შესაბამისად, წყლის ობიექტებში ჩაშვებული ან დაბინძურებული ადგილებიდან მიღებული წყალი; ატმოსფერული წყლები და ნალექები, რომლებშიც შედიან მდნარი და წვიმის წყლები, აგრეთვე წყლები მწვანე ნარგავების და ქუჩების სარწყავებიდან, გაყვანილი წყლის ობიექტებში სამრეწველო საწარმოებისა და დასახლებული ტერიტორიების საკანალიზაციო სისტემის საშუალებით ან თვითდინებით, რომელთა თვისებები იქნა გაუარესებული ადამიანის საქმიანობის შედეგად. ჩამდინარე წყლებში განასხვავებენ დამაბინძურებლების ორ მთავარ ჯგუფს - კონსერვატიულებს, ანუ ისეთებს, რომლებიც ძნელად შედიან ქიმიურ რეაქციებში და პრაქტიკულად არ არიან ბიოდეგრადირებადი (ასეთი დამაბინძურებლების მაგალითებია მძიმე მეტალების მარილები, ფენოლები, პესტიციდები) და არაკონსერვატიულებს, ანუ ისეთებს, რომლებიც, მათ შორის, შეიძლება დაექვემდებარონ წყლის ობიექტების თვითგაწმენდის პროცესებს. ჩამდინარე წყლების შემადგენლობაში შედის არაორგანული (ნიადაგის, მადნისა და ნარჩენების ქანების ნაწილაკები, წიდა, არაორგანული მარილები, მჟავები, ტუტეები) და ასევე ორგანული (ნავთობპროდუქტები, ორგანული მჟავები), მათ შორის ბიოლოგიური ობიექტები (სოკოები, ბაქტერიები, საფუარები, მათ შორის დაავადების გამომწვევი).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9