ჩამდინარე წყლებიდან შეწონილი და გახსნილი ნივთიერებების მოცილება, რომლებსაც შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობაზე და ბუნებრივ გარემოზე; - ღონისძიებათა ერთობლიობა საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლებში შემავალი დამაბინძურებლების მოსაშორებლად წყლის ობიექტებში გაშვებამდე. ჩამდინარე წყლების გაწმენდა ხორციელდება სპეციალურ გამწმენდ ნაგებობებში. გაწმენდის პროცესი დაყოფილია 4 ეტაპად: მექანიკური, ბიოლოგიური, ფიზიკურ - ქიმიური, ჩამდინარე წყლების დეზინფექცია
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024