კლიმატოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს კლიმატს საავიაციო მოთხოვნებთან მიმართებაში. საავიაციო კლიმატოლოგიის მთავარი ამოცანაა კლიმატის შეფასება შემდეგი მიზნებით: დაზუსტდეს ძირითადი და ალტერნატიული საჰაერო მარშრუტების მიმართულება, სპეციალური ფრენების დრო და მარშრუტები; აეროდრომების ადგილისა და პროექტირების შერჩევა; ავიაციისთვის არასასურველი ამინდის ფენომენების წარმოქმნის ადგილობრივი პირობების შესწავლა ამ მოვლენების პროგნოზირების მეთოდების გასაუმჯობესებლად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.