(თეორიული მეტეოროლოგია, ატმოსფეროს თეორიული ფიზიკა) - მეტეოროლოგიის (ატმოსფეროს ფიზიკის, გეოფიზიკური ჰიდროდინამიკის) თეორიული ნაწილი, რომელიც ეძღვნება დედამიწის და სხვა პლანეტების ატმოსფეროში ფიზიკური პროცესების შესწავლას. დისციპლინის სახელწოდებაში შეტანილი სიტყვა „დინამიური“ მას გამოყოფს მეტეოროლოგიისგან, ხაზს უსვამს, რომ მისი საგანია ბუნების, ძალების, ფიზიკური მექანიზმების შესწავლა, რომლებიც ატმოსფერულ ცირკულაციას გლობალურ და ლოკალურ მასშტაბებში მართავენ. ამჟამად ტერმინი „დინამიური მეტეოროლოგია“ სულ უფრო მეტად იცვლება საგნის უფრო მოდური სახელით - „გეოფიზიკური ჰიდროდინამიკა“ - თეორიული დისციპლინით, რომელიც აერთიანებს დინამიურ მეტეოროლოგიას, ფიზიკურ ოკეანოლოგიას და რომელიც, ასევე, მოიცავს პლანეტოლოგიის, ასტროფიზიკის ზოგიერთ საკითხს. დინამიური მეტეოროლოგიისგან განსხვავებით, გეოფიზიკური ჰიდროდინამიკის საგანი უფრო ფართოა მაგნიტოჰიდროდინამიკის ჩართვის გამო, რათა შეისწავლოს პლანეტების გლობალური მაგნიტური ველის ცვალებადობის ბუნება და მექანიზმები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.