(ლათინური. inversio - უკუქცევა; გადაწყობა) - ინვერსია მეტეოროლოგიაში ნიშნავს ატმოსფეროში ნებისმიერი პარამეტრის ცვლილების ანომალიურ ხასიათს სიმაღლის მატებასთან ერთად. ყველაზე ხშირად ეს ეხება ტემპერატურის ინვერსიას, ანუ ტემპერატურის ზრდას სიმაღლესთან ერთად ატმოსფეროს გარკვეულ ფენაში ჩვეულებრივი შემცირების ნაცვლად. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთა - ხეობის ქარებიც. ასხვავებენ ინვერსიის ორ ტიპს: - მიწისპირა ტემპერატურის ინვერსიები დაწყებული უშუალოდ დედამიწის ზედაპირიდან (ინვერსიული ფენის სისქე ათეულობით მეტრია); - ტემპერატურის ინვერსიები თავისუფალ ატმოსფეროში (ინვერსიული ფენის სისქე ასობით მეტრს აღწევს).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.