&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მოდ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს

მონიტორინგი ეკოლოგიური

ბუნებრივ გარემოში მიმდინარე ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებების მონიტორინგის სისტემა, მისი მდგომარეობის შეფასება და პროგნოზირება ბუნებრივი ცვლილებების ფონზე. განასხვავებენ მონიტორინგის სამ ტიპს: 1. ბიოეკოლოგიური, სანიტარულ - ჰიგიენური, რომელიც შეიცავს დაკვირვებებს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე ადამიანზე მისი გავლენის შეფასების თვალსაზრისით; 2. გეოეკოლოგიური, რომელიც შეიცავს დაკვირვებებს ბუნებრივი ეკოსისტემების ცვლილებებზე შემდეგი ინდიკატორების მიხედვით: მასისა და ენერგიის ცვლა, ბიოპროდუქტიულობა, თვითგანწმენდის უნარი და ა.შ.; 3. ბიოსფერული, რომელიც მოიცავს ბიოსფეროს პარამეტრებზე დაკვირვებებს გლობალური მასშტაბით. სახეობების მიხედვით გამოიყოფა დაბინძურების წყაროების, ჰაერის დაბინძურების, ზედაპირული წყლების, ნიადაგის, მიწისქვეშა წყლების და ფონური მონიტორინგი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9