მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მისი ჰაბიტატის მდგომარეობაზე დაკვირვების სახელმწიფო სისტემა, მათი ანალიზი, შეფასება და პროგნოზი, აგრეთვე მიზეზ – შედეგობრივი კავშირების განსაზღვრა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ჰაბიტატის ფაქტორების ზემოქმედების შორის. ეს არის სამომხმარებლო უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის სფეროში ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის წამყვანი მიმართულება. მოცემულ სისტემამ უნდა უზრუნველყოს: ფაქტორების დადგენა, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე, აგრეთვე მათი მასშტაბისა და შედეგების შეფასება; გრძელვადიანი და გადაუდებელი ზომების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გარემო ფაქტორების ნეგატიური გავლენის თავიდან აცილებას და აღმოფხვრას; წინადადებების შემუშავება, რომლებიც საშუალებას იძლევა მიიღონ ხელსაყრელი გადაწყვეტილებები ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად; ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მოსახლეობისა და ორგანიზაციების ინფორმირება მიმდინარე მონიტორინგის შედეგების შესახებ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024