&
K R

ჩა ჩვ ჩრ
ჩამ ჩაშ

ჩამდინარე წყლების ბუნებრივი გაწმენდა

დამაბინძურებლების გაუვნებლობა წყლის თვითგამწმენდის დროს ან სარწყავი ველების, ფილტრაციის ველების, წიაღის საირიგაციო ნაკვეთების, აერობული და ანაერობული ბიოლოგიური აუზების და დაჟანგვის არხების დახმარებით. ჩამდინარე წყლების ბუნებრივი ბიოლოგიური გაწმენდა ხორციელდება ფილტრაციის ველში, სარწყავ მინდვრებში, ბიოლოგიურ აუზებში და სხვა. ხელოვნური ბიოლოგიური გაწმენდისთვის გამოიყენება სპეციალური დანადგარები - ბიოფილტრები, აერაციის ავზები (აეროტენკები). ბუნებრივ პირობებში ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდა შეიძლება განხორციელდეს ბიოლოგიურ აუზებში. ბიოლოგიური აუზები - ხელოვნურად შექმნილი არაღრმა წყალსაცავები, რომლებშიც ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური დამუშავება ხდება სუსტი თვისებების მქონე ნიადაგებზე, წყალსაცავების თვითწმენდის დროს წარმოქმნილ პროცესებზე დაყრდნობით. ბიოლოგიური აუზები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩამდინარე წყლების შემდგომი დამუშავებისთვის მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან სხვა ბიოლოგიურ გამწმენდ საშუალებებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9