ქიმიური აგენტებისა და ნივთიერებათა ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ამოყენებით დამაბინძურებლების მოცილება შეიცავს: - კოაგულაციას დალექვასთან ერთად (ფოსფორის, დანაწევრებული და კოლოიდური ნივთიერებებისგან ჩამდინარე წყლების გაწმენდა), ადსორბციას (გახსნილი ორგანული ნივთიერებების მოცილება) და ქლორირებას (ცოცხალი ორგანიზმების ჩამდინარე წყლების დამუშავების ქიმიური მეთოდი მოიცავს ქიმიური რეაგენტების გამოყენებას, რომლებიც რეაგირებს წყალში გახსნილ დამაბინძურებლებთან და აქცევენ მათ ხსნად ნალექებად, რომლებიც, თავის მხრივ, იფილტრება მექანიკური მეთოდით. ექებად, რომლებიც, თავის მხრივ, იფილტრება მექანიკური მეთოდით. 1. ბიოლოგიური გაწმენდა ტარდება რბილ პირობებში მიკრობების ზემოქმედებით, რომელთა გავლენას ყველა დამაბინძურებელი არ ექვემდებარება. 2. მექანიკური გაწმენდა, უმთავრესად, მინარევების მსხვილი ნაწილაკების გაუვნებლობის საშუალებას იძლევა. 3. ფიზიკურ - ქიმიური გაწმენდის პროცესში ცვლილებები ხდება ჭუჭყის ნაწილაკების ზედაპირზე, ხოლო მათი შემადგენლობა პრინციპულად არ იცვლება. ბიოლოგიური, მექანიკური და ფიზიკოქიმიური ეფექტებისგან განსხვავებით, ქიმიური დამუშავება ნაერთების სტრუქტურის სრულ ცვლილებებს იწვევს. ხსნადი კომპონენტები, რომელთაც აქვთ მკაფიოდ გამოხატული მჟავე ან ტუტე ხასიათი, ჟანგვა - აღდგენითი რეაქციების თვისებები, შეიძლება გადაყვანილი იქნეს უვნებელ ნაერთებად მხოლოდ გარდაქმნების გზით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.