&
K R

ჩა ჩვ ჩრ
ჩრდ

ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე

დედამიწაზე ყველაზე პატარა ოკეანე ფართობისა და სიღრმის მიხედვით, რომელიც მთლიანად მდებარეობს მის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის. ოკეანის ფართობია 14.75 მილიონი კმ², წყლის მოცულობა - 18.07 მილიონი კმ³. საშუალო სიღრმე - 1225 მ, ყველაზე დიდი სიღრმე გრენლანდიის ზღვაში - 5527 მ. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ფსკერის რელიეფის უმეტესი ნაწილი უკავია შელფს (ოკეანის ფსკერის 45%-ზე მეტი) და კონტინენტების წყალქვეშა კიდეებს (ძირის ფართობის 70%-მდე). ოკეანე ჩვეულებრივ იყოფა სამ უზარმაზარ აკვატორიად: არქტიკული აუზი, ჩრდილოეთ ევროპის აუზი და კანადის აუზი. პოლარული გეოგრაფიული პოზიციის გამო, ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ყინულის საფარი შენარჩუნებულია მთელი წლის განმავლობაში, თუმცა ის მოძრავ მდგომარეობაშია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9