(ბერძნული. proteios – ძირითადი, პირველადი) – ბუნებრივი მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთები, რომლებიც ცოცხალი ნივთიერების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ცილები ცხოველებისა და ადამიანების კვების მნიშვნელოვანი ნაწილია (ძირითადი წყაროები: ხორცი, ფრინველი, თევზი, რძე, კაკალი, პარკოსნები, მარცვლეული; მცირე რაოდენობით: ბოსტნეული, ხილი, კენკრა და სოკო), რადგან შეუძლებელია ყველა აუცილებელი ამინომჟავის სინთეზირება მათ სხეულში და ნაწილი უნდა შემოდიოდეს ცილოვან საკვებთან ერთად. საჭმლის მონელების პროცესში ფერმენტები შლიან მოხმარებულ ცილებს ამინომჟავებად, რომლებიც გამოიყენება სხეულის საკუთარი ცილების იოსინთეზისთვის ან განიცდიან შემდგომ დაშლას ენერგიის მისაღებად. ცილები ცხიმებთან, ახშირწყლებთან და ნუკლეინის მჟავებთან ერთად ცოცხალ არსებათა შემადგენელი აუცილებელი ქიმიური კომპონენტებია და ცოცხალ არსებათა შემადგენელი აუცილებელი ქიმიური კომპონენტებია და მეტად მრავალგვარი ბიოლოგიური ქიმიურად ცილები, გარკვეული თანმიმდევრობის პეპტიდური ბმებით დაკავშირებული, ამინომჟავების პოლიკონდენსაციის პროდუქტს წარმოადგენენ. ადამიანებში სულ 20 ამინომჟავა 10 მილიონზე მეტი ცილების ნაირსახეობას ქმნის. ცილოვანი სინთეზი, გენომის კოდირებით, მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში ხორციელდება. ცილებს აქვთ მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან 1 მილიონამდე ან მეტიც. ჟანგბადის გარემოში ხდება მიწისქვეშა მცენარეების ნარჩენების აერობული დაშლა (უჯრედების, ცილების, ნახშირწყლების), რაც წყლებში ორგანული მჟავების, ამინომჟავების, სპირტების და სხვა. წარმოქმნას იწვევს. .
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.