დედამიწის ცოცხალი ორგანიზმების სხეულების (ბიოსფეროში მათი ბიომასის) ერთობლიობა. გააჩნია სპეციფიკური ქიმიური შედგენილობა (დომინირებენ: H, C, N, O, P, Ca, Na, Mg, Al, Si, S, Cl) და უზარმაზარი მასა (2.4 - 3.6∙1012 ტ მშრალ წონაში). ცოცხალი ნივთიერების უდიდესი ნაწილი ქმნის "სიცოცხლის ფენებს" ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ლითოსფეროს დაყოფის საზღვრებზე. ტერმინი შემოღებულია რუსი მეცნიერი ვ.ი.ვერნადსკის მიერ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.