დიდი სიგრძის ზღვის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება ძირითადად წყალქვეშა მიწისძვრების, ვულკანური ამოფრქვევის დროს, ფსკერის გაფართოებული მონაკვეთების ზევით ან ქვევით გადაადგილების შედეგად. სანაპიროებზე ძლიერი ცუნამი -კატასტროფული ხასიათის სტიქიური უბედურებაა. ცუნამი წარმოიქმნება ნებისმიერი სიმძლავრის მიწისძვრის დროს, მაგრამ ისინი, რომლებიც წარმოიქმნება ძლიერი მიწისძვრების გამო (7 მაგნიტუდაზე მეტი) აღწევს დიდ სიძლიერეს. მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ტალღა ვრცელდება. ცუნამის 80%-ზე მეტი წარმოიქმნება წყნარი ოკეანის პერიფერიაზე. ფენომენის პირველი მეცნიერული აღწერა დიდმა ესპანელმა ისტორიკოსმა, გეოგრაფმა და ნატურალისტმა, იეზუიტების ორდენის წევრმა, კათოლიკე მისიონერმა ხოსე დე აკოსტამ (ესპ. José de Acosta, 1539 or 1540 - 1600 in Salamanca, Spain) შეასრულა 1586 წელს ლიმაში (პერუ), ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, მაშინ ცუნამი 25 მეტრის სიმაღლით შემოიჭრა ხმელეთზე 10 კმ მანძილზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.