&
K R

ცე ცი ცო ცუ ცხ
ცხო

ცხოველთა სამყარო

ყველა სახის გარეული ცხოველების ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ ქვეყნის ტერიტორიაზე, იმყოფებიან ბუნებრივ თავისუფლებაში და, აგრეთვე, კონტინენტური შელფის ბუნებრივ რესურსებთან და ქვეყნის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონასთან ასოცირდებიან. ცხოველთა სამყარო - მთელი დედამიწის ცხოველების ან მისი ნებისმიერად არჩეული ნაწილის ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობაა. "ცხოველთა სამყაროს" ცნების სინონიმია ცნება "ფაუნა". ფაუნა - ცხოველთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობაა, რომელიც ბინადრობს გარკვეულ არეალში (ტერიტორიაზე) და მის ყველა ბიოგეოცენოზის ნაწილს წარმოადგენს. ცხოველთა სამყარო შედგება ველური ცხოველების ოჯახებისაგან, რომლებიც ბუნებრივად ბინადრობენ ნიადაგში, ხმელეთზე, წყალში და ატმოსფეროში. სასოფლო - სამეურნეო და შინაური ცხოველები, ასევე ზოოპარკის ბინადარნი არ არიან ფაუნის ნაწილი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9