ისტორიულად ჩამოყალიბებული კონკრეტული სოციალური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი, ადამიანის (ინდივიდუალური და ჯგუფური) ცხოველმოქმედების ფორმები. ამ კონცეფციის საშუალებით შესაძლებელია იმის ჩვენება, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი მოცემულ საზოგადოებაში და რას აკეთებს საზოგადოება მისი ინდივიდუალურობის განვითარებისთვის, მისი შემოქმედებითი ძალებისა და შესაძლებლობების რეალიზებისთვის. სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, ბუნებრივი პირობები ქმნის და განსაზღვრავს ცხოვრების წესს, მაგრამ ის არ მიდის ამა თუ იმ გარემოების (პირობების, სამუშაოს რეჟიმის, სწავლისა და დასვენების, კვების, ფიზიკური კულტურის, მიკროკლიმატის ოჯახში და კილექტივში, ჩვევების და ა.შ.) ჯამამდე ან ერთობლიობამდე. ცხოვრების წესი მოქმედებს, როგორც განუყოფელი სტრუქტურა, რომელიც შედგება საზოგადოების მატერიალური და სულიერი ცხოვრების ელემენტებისგან, ეს არის დიალექტიკური ერთიანობა სოციალურად ტიპიურის და ინდივიდუალურად განუმეორებელის ქცევაში, ურთიერთობაში და ცალკეული ადამიანის აზროვნების ხასიათში. თავად ცხოვრების წესის კონცეფციას გააჩნია მოქნილობა და მობილურობა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.