საქმიანობის გარკვეული, ისტორიულად განპირობებული ტიპი და მეთოდი ადამიანის ცხოვრებისეულ საქმიანობის მატერიალურ და არამატერიალურ (სულიერ) სფეროში. ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: 1. მოსახლეობა და ოჯახი, ქორწინება და განქორწინება; 2. დასაქმება და შრომის პირობები, უმუშევართა რაოდენობა; 3. საზოგადოებრივი განათლება; 4. კულტუროს დაწესებულებების მიერ მომსახურება; 5. მკვლელობები და თვითმკვლელობები; 6. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მდგომარეობა; 7. სოციალური უზრუნველყოფა; 8. მოსახლეობის შემოსავალი და ბიუჯეტი; 9. მატერიალური სიკეთისა და მომსახურების მოხმარება; 10. სავაჭრო და სამომხმარებლო მომსახურება; 11. ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა; 12. მოსახლეობის დროის ბიუჯეტი; 13. საცხოვრებელი და კომუნალური პირობები; 14. მოსახლეობის მიგრაცია; 15. რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა და სტრუქტურა; 16. მსჯავრდებულთა რაოდენობა; 17. მოსახლეობის მიერ მათი პირადი უსაფრთხოების შეფასება; 18. დასვენება და ფიზიკური აღზრდა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.