მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის ენერგიის ნებისმიერ სახეობას მექანიკურ მუშაობად. ამ კატეგორიაში შედის ძრავების მრავალი სახეობა, დაწყებული ორთქლისა (გარე წვის ძრავები) და ელექტროდან და დამთავრებული შიდა წვის ძრავებით (ბენზინის, დიზელის და ასე.შემდეგ.). ტერმინი ძრავა ნასესხები იქნა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გერმანული ენიდან (გერმანული Motor - "ძრავა", ლათ. mōtor - იდან "მოძრაობაში მომყვანი სისტემა") და ძირითადად უწოდებენ ელექტროძრავებს და შიდა წვის ძრავებს. ძრავები იყოფა პირველად და მეორადად. პირველადი მოიცავს უშუალოდ ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების პირდაპირ მექანიკურ მუშაობად გარდაქმნის მოწყობილობებს, ხოლო მეორადი - მოიცავს მათ, რომლებიც გარდაქმნიან სხვა წყაროებით გამომუშავებულ ან დაგროვილ ენერგიას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.