&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წეს

წესი ათი პროცენტის

(რ. ლინდემანის ენერგიის პირამიდის წესი) - ამერიკელი ეკოლოგი რ. ლინდემანის (Raymond Laurel Lindeman,1915 – 1942) მიერ 1942 წელს იქნა ჩამოყალიბებული ეკოსისტემებში ბიოქიმიური ენერგიის გადაცემის პრინციპი. ენერგეტიკის პირამიდის წესის (10 პროცენტის წესის) თანახმად, საშუალოდ, ეკოლოგიური პირამიდის წინა დონეზე მიწოდებული ენერგიის დაახლოებით 10% გადადის ერთი ტროფიკული დონიდან კვების ჯაჭვებით სხვა ტროფიკულ დონეზე. დანარჩენი ენერგია იკარგება თერმული გამოსხივების სახით, მოძრაობაში და ასე.შემდეგ. ორგანიზმები, მეტაბოლური პროცესების შედეგად, კარგავენ მთელი ენერგიის 90% -ს, რაც იხარჯება მათი სასიცოცხლო საქმიანობის შენარჩუნებაზე კვების ჯაჭვის თითოეულ რგოლში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory, Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9