&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წეს

წესი კ. ბერგმანის

გერმანელი ანატომი, ფიზიოლოგი და ბიოლოგი, კარლ ბერგმანის (Carl Georg Lucas Christian Bergmann, 1814 – 1865) მიერ 1847 წელს ფორმულირებული ეკოგეოგრაფიული წესი მეტყველებს, რომ ჰომოიოთერმული (ბერძნული. hómoios - იგივე, მსგავსი და thérme - სითბო)- თბილსისხლიანი ცხოველების მსგავს ფორმებში უფრო დიდრონი არიან ისინი, რომლებიც უფრო ცივ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ - მაღალ განედებსა თუ მთაში. მათ შეუძლიათ, გარემოს ტემპერატურის ცვლილების პირობებშიც კი, შეინარჩუნონ სხეულის შედარებით მუდმივი ტემპერატურა. ამაში შედის ფრინველები და ძუძუმწოვრები (ადამიანის ჩათვლით.)
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9