&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წეს

წესი ერთი პროცენტის

კანონზომიერება, რომელშიც მცირე რაოდენობის მოქმედებით შედეგების ძირითად ნაწილს ღებულობენ ცნობილია, როგორც იტალიელი ინჟინრის, სოციოლოგის, ეკონომისტის, მეცნიერ - პოლიტოლოგის ვილფრედო პარეტოს (Vilfredo Federico Damaso Pareto,1848 - 1923) პრინციპი, ან, როგორც მას უფრო ხშირად მოიხსენიებენ, 80/20 წესი. დღესაც 80/20 წესი აქტუალური რჩება და უამრავი მაგალითებით დასტურდება. 1% წესი პარეტოს თეორიაზე არის დაფუძნებული. მთლიანობაში ბიოსფეროსთვის, წმინდა პირველადი პროდუქტების შესაძლო მოხმარების წილი (მაღალი ხარისხის კონსუმენტების დონეზე) არ აღემატება 1% - ს. მეცნიერები ამ ეფექტს უწოდებენ "დაგროვების უპირატესობას" (Accumulative Advantage): საწყისი მცირე სარგებელი დროთა განმავლობაში იზრდება. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ 1% - ით, 1 წამით ან 1$ - ით უკეთესი იყოთ, მაგრამ ჯამში 100% -იან წარმატებას ღებულობთ. ამ ფენომენს შეიძლება ეწოდოს 1 პროცენტის წესი (The 1 Percent Rule). ორჯერ უკეთესი შედეგის მისაღებად სულაც არ არის საჭირო, რომ თქვენ ორჯერ უკეთესი იყოთ. მნიშვნელოვანია ცოტათი უკეთესი იყოთ. ვრცელდება პრინციპი "გამარჯვებული იღებს ყველაფერს" (Winner-Take-All Effect), დანარჩენი - არაფერს. აქ შეგვიძლია "მათეს ეფექტზე" (The Matthew Effect) მივუთითოთ, რომელიც ბიბლიის ციტატიდან გამომდინარეობს: ”ყველას, ვისაც აქვს ეს, მიეცემა და გაიზრდება, ხოლო ვისაც არ აქვს, წაერთმევა ისიც, რაც მას აქვს”. უფრო გლობალური თვალსაზრისით, ზემოთ განხილულმა პრინციპმა შეიძლება წარმოშვას კიდევ ერთი წესი -"გამარჯვებული იღებს უდიდეს ნაწილს" (Winner-Take-Most Effect). რაც მცირე მოგებამდაიწყო, ახლა დაჯერებულად 80/20 წესისკენ მიდის.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9