ნიადაგის ფენის (მისი არარსებობის შემთხვევაში - დედამიწის ზედაპირის) და წყალსატევების (შიდა წყლების, ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) ფსკერის ქვემოთ მდებარე დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც გეოლოგიური შესწავლისა და ათვისებისთვის ხელმისაწვდომ სიღრმეებამდე ვრცელდება, აგრეთვე დედამიწის ზედაპირის ნაწილი, თუ იგი სასარგებლო წიაღისეული რესურსების მარაგს შეიცავს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.