&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წია წით წინ

წიაღისეული საწვავი

(Fossil Fuel) - ენერგორესურსების ძირითადი სახეობა - ქვანახშირი, ნავთობი, ნავთობის ფიქალი, ბუნებრივი აირი და მისი ჰიდრატები, ტორფი და სხვა წვადი მინერალები და ნივთიერებები კაუსტობიოლითის ჯგუფიდან, რომლებიც ძირითადად საწვავად გამოიყენებიან. დედამიწიდან მოპოვებულ და გასაყიდად გამიზნულ საწვავს ეწოდება პირველადი საწვავი ხოლო მათგან დამზადებულ პროდუქტებს ეწოდება მეორადი/საბოლოო საწვავი (კოქსი, ბრძმედული გაზი, გაზის/დიზელის საწვავი). მოიპოვება მიწისქვეშა და ღია დამუშავების საშუალებებით. წიაღისეული საწვავი წარმოიქმნა ანაერობულ პირობებში დაშლის შედეგად დედამიწის ქერქში სითბოს და წნევის გავლენით, მილიონობით წლის განმავლობაში. ქვანახშირი და ტორფი არის საწვავი, რომელიც წარმოიქმნება ცხოველებისა და მცენარეების ნამარხი ნაშთების დაგროვებისა და დაშლისას. წიაღისეული საწვავი არის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსი, რომელიც დაგროვდა მილიონობით წლის განმავლობაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9