წიაღზე ზემოქმედებასთან ასოცირებული ბუნების მართვის ტიპი. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასეთი გარიგება კი ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას. წიაღი სარგებლობაში გაიცემა სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე. წიაღის მომხმარებლები (წიაღით მოსარგებლეები) შეიძლება იყვნენ შესაბამისი ხელშეკრულებების, კონტრაქტებისა და ლიცენზიების საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, თუ ქვეყნის კანონები წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით არ აწესებს შეზღუდვებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.