&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წია წით წინ

წითელი წიგნი

გენეტიკური ფონდის შენარჩუნებისა და გამრავლების მიზნით, მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი, გადაშენების გზაზე ან გადაშენების საფრთხის პირას მყოფი სახეობების შესახებ, დადგენილი წესით დამტკიცებული, ინფორმაციის კრებული. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტები. წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (ინგლ.International Union for Conservation of Nature and Natural Resources, IUCN), რომელიც 1948 დაარსდა საფრანგეთში (შტაბბინა - შვეიცარიაში) და შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ. 1973 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) მოამზადა და გამოაქვეყნა საერთაშორისო წითელი წიგნი, რომელშიც იყო განთავსებული ინფორმაცია სახეობების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვის ზომებს საჭიროებდნენ. წითელ წიგნში შეტანილი სახეობების სიები პერიოდულად ხელახლა განიხილება და განახლდება. საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო. შესაბამისი კანონმდებლობით 2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ’’საქართველოს ’’წითელი ნუსხა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შესახებ’’.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9