&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
ანა ანთ ანო ანტ

ანთროპოცენტრიზმი

(ძველი ბერძნული. ἄνθρωπος - ადამიანი და ლათინური centrum - ცენტრი) - შეხედულება ადამიანზე, როგორც სამყაროს ცენტრალურ და უმაღლეს მიზანზე; ეკოლოგიაში – შეხედულება, რომელის თანახმად თანამედროვე კაცობრიობა თავისუფალია ცოცხალ ბუნებაში მოქმედ ეკოლოგიურ კანონებისგან. ფილოსოფიური იდეალისტური და მსოფლმხედველური შეხედულება, რომლის თანახმად, ადამიანი არის სამყაროს ყურადღების ცენტრი და მსოფლიოში ყველა მოვლენის მიზანი ანთროპოცენტრიზმი ტელეოლოგიის შეხედულების ერთ - ერთ ყველაზე თანმიმდევრულ გამოხატულებას წარმოადგენს,ნუ სამყაროსთვის არაბუნებრივი, მისთვის გარე მიზნების მიწერის. ანტიკურ ფილოსოფიაში, ანთროპოცენტრიზმი ჩამოაყალიბა სოკრატემ, მოგვიანებით ამ შეხედულებას იზიარებდნენ პატრისტიკის, სქოლასტიზმის წარმომადგენლები და ახალი დროის ზოგიერთი ფილოსოფოსი. სიტყვა „ანთროპოცენტრიზმი“ დღეს სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება – ენათმეცნიერებაში ანთროპოცენტრული პრინციპიდან ეკოლოგიაში ანთროპოცენტრიზმამდე. ყველაზე გავრცელებული მნიშვნელობა არის ეკოლოგიური: ადამიანი - ბუნების პატრონი, და აქვს უფლება მიიღოს საჭირო რესურსები გარე სამყაროდან, თუნდაც სხვა ბიოლოგიური სახეობების შელახვით.ტერმინის შინაარსის ასეთმა შევსებამ ფართო გავრცელება მე-20 საუკუნიდან მიიღო.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9