&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წონ

წონასწორობა ბუნებრივი

მდგომარეობა დინამიური წონასწორობის (ჰომეოსტაზის), ანუ უწყვეტი მატერიალურ - ენერგეტიკული განახლების სისტემის ძირითადი მახასიათებლების შედარებითი შენარჩუნებით, რომლებიც ევოლუციური, ისტორიული და ინდივიდუალურობის მხრივ თანდათანობით იცვლებიან, უშუალოდ თვისობრივად განსხვავებულ მდგომარეობაში გადასვლამდე. ბუნებრივი წონასწორობა - ეს ბუნებრივი გარემოს ფორმირების კომპონენტებისა და ბუნებრივი პროცესების ბალანსია, რაც იწვევს ეკოსისტემების გრძელვადიან არსებობას: ა) ეკოლოგიური წონასწორობა - ცოცხალი ორგანიზმების სახეობრივი შემადგენლობის სტაბილურობის შედარებითი ბალანსი; ბ) კიბერნეტიკული კანონი შიდა დინამიური წონასწორობისა იმაშია, რომ ეკოსისტემის თუნდაც ერთ – ერთი პარამეტრის რღვევა აუცილებლად იწვევს სხვა მაჩვენებლების ან ქვესისტემების ცვლილებებს. ამ კანონით აიხსნება ჰომეოსტაზი ორგანიზმის, პოპულაციის და მთელი ბიოგეოცენოზისაც კი. იგი შეიძლება შეუქცევადად დაირღვეს ანთროპული გავლენის ქვეშ (ასევე შეიძლება გარდაიქმნას ბუნებრივ - ანთროპოგენურ წონასწორობაში).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9