&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წრე

წრებრუნვა წყლის (ბუნებაში)

არის დედამიწაზე გეოსფეროებს შორის წყლის მიმოქცევის უწყვეტი პროცესი, გამოწვეული მზის ენერგიით, გრავიტაციის ძალებით და გეოლოგიური პროცესებით. წყალი ორთქლდება ოკეანის ზედაპირიდან, წყლის ორთქლი გადაადგილდება ჰაერის დინებებთან ერთად, კონდენსირდება და წყალი ნალექის სახით ბრუნდება ხმელეთისა და ზღვის ზედაპირზე. განასხვავებენ დიდ და მცირე წყლის წრებრუნვას. პირველ შემთხვევაში, ნალექების სახით ხმელეთზე მოსული წყალი, ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენის სახით, უბრუნდება ზღვებს, მეორეში კი, ნალექები უშუალოდ ოკეანის ზედაპირზე მოდის. არაღრმა მიწისქვეშა წყლების ოკეანეში ჩადინებას (მიწისქვეშა ჩადინება) წყლის წრებრუნვის მიწისქვეშა განშტოებას უწოდებენ. კლიმატური და ჰიდროგეოლოგიურის გარდა, გამოიყოფა წყლის გეოლოგიური ცირკულაცია, რომლის დროსაც წყალი ნალექებთან ერთად ინახება ოკეანეში. დიდ სიღრმეზე, ძლიერი წნევის გავლენით, წყალი გადაიქაჩება ზემოთ მდებარე ფენებში, სადაც ის კვლავ შედის კლიმატურ წრებრუნვაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9