(ბიოგეოქიმიური ციკლი) - ნივთიერებების მრავალჯერადი მონაწილეობა ატმოსფეროში, ჰიდროსფეროსა და ლითოსფეროში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის პლანეტის ბიოსფეროში შემავალ ფენებში. ნივთიერებების ღია და შეუქცევადი ციკლების სისტემა დედამიწის ბიოტურ (ბიოსფერო) და აბიოტურ (ლითოსფერო, ატმოსფერო და ჰიდროსფერო) ნაწილებში. ბუნებაში ნივთიერებების ურთიერთდაკავშირებული ტრანსფორმაციისა და გადაადგილების ეს განმეორებადი პროცესი ციკლური ხასიათისაა. ხდება ცოცხალი ორგანიზმების აუცილებელი მონაწილეობით და ხშირად ირღვევა ადამიანის საქმიანობის შედეგად, არის ბიოსფეროს ძირითადი, დამახასიათებელი თვისება. ბუნებაში ნივთიერებების წრებრუნვის პრინციპი იქნა ჩამოყალიბებული XIX საუკუნის შუა წლებში გერმანელი მეცნიერი - აგროქიმიკოსის იუსტუს ფონ ლიბიხის (გერმ. Justus von Liebig; 1803 - 1873) და ფრანგი, თანამედროვე აგროქიმიის ერთ - ერთი ფუძემდებლის ბუსენგო ჟან ბატისტის (ფრ. Jean Baptiste Joseph Dieudonne Boussingault, 1802 – 1887) მიერ. ტერმინი „ბიოგეოქიმიური ციკლი“ 1910-იან წლებში ვ.ი. ვერნადსკიმ (რუს.Владимир Иванович Вернадский, 1863-1945 гг.) შემოიღო, რომელმაც ბიოგეოქიმიური ციკლურობის თეორიული საფუძვლები შეიმუშავა ბიოსფეროს დოქტრინაში და შრომებში ბიოგეოქიმიაზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.