&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყალაღება

წყლის ობიექტებიდან წყლის აღებისთვის განკუთვნილი ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი. არსებობს წყლის აღების ორი ტიპის წყარო - მიწისქვეშა და ზედაპირული. ნედლი წყლის ხარისხის გამო, პრიორიტეტულია მიწისქვეშა წყალაღება. საქართველოში წყლის აღების სისტემაში ორივე ტიპის წყალაღება გამოიყენება. მაგალითად თბილისში მიწისქვეშა წყლების მიღება ხდება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება ხორციელდება ჟინვალის წყალსაცავიდან და, ნაწილობრივ, თბილისის ზღვიდანაც (სარეზერვო დანიშნულება), ღრმაღელესა და სამგორის სათავო ნაგებობების საშუალებით. წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყანის შემდეგ ხდება მისი ტრასპორტირება და დაგროვება სარეგულაციო რეზერვუარებში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9