&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყალდაცვითი ზონა

წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია წყლის ობიექტის აკვატორიის მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც წყლის რესურსების დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვის, დაშრეტის და, აგრეთვე, ცხოველებისა და მცენარეების სამყაროს ობიექტების ჰაბიტატის დასაცავად სპეციალური რეჟიმი მყარდება. წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს, სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგების, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროების მიზნებით გამოსაყენებელ წყლის დაცვისთვის, სანიტარიული წყალდაცვითი ზონები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9