სასმელი მიზნებისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გამოსადეგი წყალი. მასში, ბაქტერიოლოგიური, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები და ტოქსიკური ან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციები სასმელის მიმართ წაყენებული მოთხოვნების ნორმებში იმყოფებიან. ამავე დროს, მათი სტრუქტურა და რაოდენობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაახლოებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.