წყალი და მარილები ცხოველის ორგანიზმში მიმოცვლის პროცესთა აუცილებელი მონაწილეებია. წყალი ყველა ნივთიერების ძირითადი გამხსნელია. გაზთა და მარილთა ცვლა და ტრანსპორტირება ქსოვილებში, აგრეთვე მეტაბოლიტთა უმრავლესობის მიმოცვლა ხსნარების სახით მიმდინარეობს. მარილებისა და წყლის უმთავრესი მნიშვნელობა იმაშიმდგომარეობს, რომ ისინი მონაწილეობენ ოსმოსური წნევის რეგულირებაში, აქვთ ელექტროლიტური თვისებები და გავლენას ახდენენ ფერმენტთა სისტემების აქტიურობაზე. სწორედ ამიტომ ზოგიერთ მარილს განსაკუთრებული სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს. აგალითად, მხოლოდ კალციუმის იონები მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.