ბუნებრივი წყლის დამუშავების მეთოდების ერთობლიობა, რომლებიც მისი ხარისხის შესატყვისი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან მიყვანისთვის გამოიყენება. იგი შეიცავს შემდეგ სტადიებს: გაღიავება (კოაგულაციით წყლიდან კოლოიდური და შეწონილი ნაწილაკების მოცილება), გაუსნებოვნება (დეზინფექცია, სნეულების მომტანი მიკროორგანიზმების მოცილება), არბილება (კალციუმის და მაგნიუმის იშვიათად ხსნადი მარილების მოცილება), დემინერალიზაცია (ადვილად ხსნადი მარილების მოცილება), დეგაზაცია (წყალში გახსნილი აირების მოცილება), გარკვეული კომპონენტების დამატება (მაგალითად ფთორირება). სასმელი და ნარჩენი წყლის ფილტრაცია/დამუშავება, საცურაო აუზების პროექტირება /მშენებლობა, საუნის მოწყობა, წყლის ხარისხის კონტროლი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.