&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყალსაცავი

1. ხელოვნური ან ბუნებრივი (ტბის) წყალსატევი, რომლის შენელებული წყლის ცვლის მოცულობა 1 მილიონ მ3 - ს აღემატება, რომლის დონის რეჟიმი ხელოვნურად იცვლება და მუდმივად რეგულირდება ჰიდრავლიკური კონსტრუქციებით, წყლის რეზერვების დაგროვების და შემდგომში გამოყენების მიზნით; 2. მდინარის კალაპოტში ან კაშხლის, წყალგაუმტარი გალავნის, გრუნტის ამოღების და ასე.შემდეგ. მოწყობის შედეგად, ხელოვნურად შექმნილი დედამიწის ზედაპირის დადაბლების ადგილებში, პრაქტიკულად მდგარი წყლით, ჩვეულებრივ მნიშვნელოვანი ზომით, წყლის აუზი. ხელოვნური წყალსატევი, რომელიც, როგორც წესი, წარმოიქმნება მდინარის ხეობაში კაშხლის აგების შედეგად. იგი ივსება აგრეთვე ატმოსფერული ნალექებითა და ნიადაგქვეშა წყლებით წყალსაცავში გროვდება წყალი და ინახება სახალხო მეურნეობაში გამოსაყენებლად. წყალსაცავი შეიძლება იყოს სადღეღამისო, კვირეული, სეზონური და მრავალწლიური რეგულირების.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9