&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყლები

(წყლის ობიექტებში მყოფი მთელი წყლის მარაგი). მიმდინარე შეფასებებმა აჩვენა, რომ ჩვენი პლანეტა წყლის უზარმაზარ რაოდენობას შეიცავს - დაახლოებით 1,386‧ 10 9 კმ³. თუმცა, ამ მოცულობის 97.5% მარილიანი წყალია და მხოლოდ 2.5% არის მტკნარი წყალი. მტკნარი წყლის უმეტესი ნაწილი (68,7%) არის ყინულისა და მუდმივი თოვლის საფარის სახით ანტარქტიკის, არქტიკისა და მთიან რეგიონებში. გარდა ამისა, 29.9% არსებობს მიწისქვეშა წყლების სახით და დედამიწაზე მთლიანი მტკნარი წყლის მხოლოდ 0.26% არის კონცენტრირებული ტბებში, წყალსაცავებსა და მდინარის სისტემებში, სადაც ის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომია ჩვენი ეკონომიკური საჭიროებისთვის. თუ მხედველობაში მიიღება მოკლე პერიოდები (ერთი წელი, რამდენიმე სეზონი ან თვე), ჰიდროსფეროში წყლის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს. ეს დაკავშირებულია წყლის ცვლასთან ოკეანეებს, მიწასა და ატმოსფეროს შორის. ამ გაცვლას ზოგადად მოიხსენიებენ, როგორც წყლის ბუნებრივ წრებრუნვას, ან გლობალურ ჰიდროლოგიურ ციკლს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9