&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყლები არტეზიული

(წნევითი) - წნევიანი მიწისქვეშა წყლები რომელთა წყალგამტარი ფენებიც მდებარეობენ ქანების წყალგაუმტარ ფენებს შორის და დაცულია ზედაპირული დაბინძურებისაგან. არტეზიული წყლები მიეკუთვნებან უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულთა რიგს. ჩვეულებრივ მდებარეობენ 80 დან 1000 მეტრამდე სიღრმეში. ასეთი წყალი ცნობილი იყო საფრანგეთში XII საუკუნიდან. არტეზიული წყლების არსებობას განაპირობებს სინკლინურ ან მონოკლინურ სტრუქტურაში წყალგაუმტარ შრეებს შორის წყალშემცველი შრის მდებარეობა. ამგვარ წყალშემცველ სტრუქტურას არტეზიული აუზი ეწოდება. არტეზიული წყალი შეიძლება იყოს სასმელი,სასმელი, სამრეწველო, სარწყავი, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი არტეზიული აუზებია: ბზიფის, კოდორის, სამეგრე-ლოს, კოლხეთის, რაჭა - ლეჩხუმის, გურიის, წყალტუბოს, არგვეთის, ქართლის, ალაზნის, იორ -შირაქის, მარნეულ - გარდაბნისა და ახალციხის. სახელწოდება მომდინარეობს საფრანგეთის პროვინციის არტუას (ლათინური. Artesium) სახელწოდების მიხედვით
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9