წყლის ორთქლის კონდენსაციის პროდუქტები ატმოსფეროში და დედამიწის ზედაპირზე. ესენია წვიმა, თოვლი, სეტყვა, ნამი, თრთვილი, ჭირხლი. მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მომარაგებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს წვიმას. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა იზომება წვიმის წყლის სვეტის სიმაღლით მმ-ში. ატმოსფეროს დაბინძურება იწვევს ატმოსფერული ნალექების, ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.