ხმელეთის ზედაპირის ქვეშ არსებულ პირველ უახლოეს, მუდმივად არსებულ უდაწნეო წყლიან ჰორიზონტს ეწოდება გრუნტის წყლის ჰორიზონტი. გრუნტის წყლები, როგორც წესი, ატმოსფერული ნალექების ინფილტრაციის, ზედაპირული წყლების ხარჯზე წარმოიქმნებიან და წყლის ორთქლის კონდენსაციის მეშვეობით ივსებიან.უშუალოდ გრუნტისწყლის სარკის თავზე გავრცელებულია კაპილარული წყალი. ხმელეთის ზედაპირიდან გრუნტის წყლის სარკემდე არსებულ ზონას აერაციის ზონა ეწოდება. გრუნტის წყლის ჰორიზონტის ქვევით მდებარე წყლიან ჰორიზონტებს, რომლებიც მისგან წყალშეუღწევი ქანებითაა გამოყოფილი, ეწოდება შრეთაშორისი წყლის ჰორიზონტები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.