&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყლის აყვავება

პლანქტონური წყალმცენარეების მასიური განვითარება წყლის ზედაპირზე, რაც იწვევს წყლის ფერის ცვლილებას. წყლის აყვავება სუსტად ითვლება წყალმცენარეების ბიომასის 0.5-0.9 მგ/ლ დიაპაზონში, ზომიერად - თუ ბიომასა 1- 9.9 მგ/ლ, ინტენსიურად - 10 - 99.9 მგ/ლ, ჰიპერბლუმი - 100 მგ-ზე მეტი/ლ. წყლის აყვავების შედეგია წყალსაცავის ჟანგბადის რეჟიმის გაუარესება, რაც თევზის დაღუპვის მიზეზი ხდება. ზოგიერთი წყალმცენარე სიცოცხლის ან დაშლის პროცესში შხამავს წყალს ტოქსინებით. წყლის აყვავების მთავარი მიზეზი არის მინერალების, განსაკუთრებით ფოსფორის შემცველი, სასუქების, სინთეზური სარეცხი საშუალებების და ორგანული დამაბინძურებლების მოხვედრა წყალსაცავებში. ევტროფიკაცია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9