მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს წყლის მიერ სინათლის სხივების გატარების შესაძლებლობას: ა) წყლის გამჭვირვალობა ჰიდროლოგიასა და ოკეანოლოგიაში წყლის ფენიდან გამოსული სინათლის ინტენსივობის შეფარდება წყლის ზედაპირზე მოსული სინათლის ინტენსივობასთან; ბ) წყლის გამჭვირვალობა - სიდიდე, რომელიც ირიბად წყალში შეწონილი ნაწილაკებისა და კოლოიდების რაოდენობაზე მიუთითებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.