&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყლის რესურსები

(მსოფლიოს) - ჰიდროსფეროს ყველა წყალი, მათ შორის ოკეანეების წყლები, კონტინენტების ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, არის პლანეტის განუყოფელი და უაღრესად ღირებული ბუნებრივი რესურსი. წყალი არსებობს სამ აგრეგატულ მდგომარეობაში: თხევადი, მყარი და აირისებრი. ის ქმნის ოკეანეებს, ზღვებს, ტბებს, მდინარეებს და მიწისქვეშა წყლებს, რომლებიც დედამიწის ქერქის და ნიადაგის საფარის ზედა ფენაში მდებარეობს. მყარ მდგომარეობაში ის არის თოვლისა და ყინულის სახით პოლარულ და მთიან რეგიონებში. წყლის გარკვეულ რაოდენობას შეიცავს ჰაერი წყლის ორთქლის სახით. გარდა ამისა, წყლის უზარმაზარი მოცულობები დედამიწის ქერქის სხვადასხვა მინერალებში მოიპოვება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9