&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყლის სიმღვრივის ერთეული

ნალექების წონის რაოდენობა წყლის ერთეულ მოცულობაში. სიმღვრივე იზომება FTU-ში - ფორმაზინის სიმღვრივის ერთეული (ეტალონური ხსნარი მზადდება ფორმაზინის პოლიმერების საფუძველზე), ან მგ/ლ - კაოლინის სიმღვრივის ერთეულები (სიმღვრივე კაოლინის მიხედვით - სტანდარტი ამ შემთხვევაში არის თხელი თეთრი კაოლინის თიხა). "სასმელი წყლის ხარისხის ჰიგიენური მოთხოვნები და სტანდარტები“ ითვალისწინებს წყლის დასაშვებ სიმღვრივეს არაუმეტეს 2.6 EMF ან 1.5 მგ/ლ. დასაშვები დონე დამოკიდებულია წყლის გამოყენების მიზანზე. ჰიდრომეტრიაში წყლის სიმღვრივე არის წყალში შეჩერებული ნალექის კონცენტრაცია, სხვადასხვა წარმოშობის შეჩერებული ნივთიერებების მასის თანაფარდობა წყლის ერთეული მოცულობის მიმართ, გამოხატული გრამებით ან კილოგრამებით კუბურ მეტრზე. წყლის სიმღვრივე ასევე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფარდობით ერთეულებში, როგორც ნალექის მასის ან მოცულობის შეფარდება წყლის მასასთან ან მოცულობასთან. მდინარეებში წყლის სიმღვრივის სიდიდის მიხედვით იყოფა ძალიან მცირე (50 გ/მ3-ზე ნაკლები), მცირე (50-150 გ/მ3 ), საშუალო (150-500 გ/მ3 ), დიდ (500-1000) გ/მ3 ), ძალიან დიდი (1–4 კგ/მ3 ), უკიდურესად დიდი (4 კგ/მ3-ზე მეტი) დედამიწაზე ყველაზე მღვრიე მდინარეებს მიეკუთვნებიან მტკვარი, თერგი, სულაკი, კალაუსი, ამუდარია, განგი და ხუანხე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9