&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყლის სიხისტე

წყლის თვისება დუღილის პროცესში წარმოქმნას უხსნადი ნალექები, რაც განპირობებულია მასში გახსნილი კალციუმის და მაგნიუმის მარილების შემცველობით და ართულებს ტექნიკური და საშინაო მიზნებისათვის მის გამოყენებას. წყლის ქიმიური და ფიზიკური თვისებების ერთობლიობა, რომელიც ასოცირდება მასში გახსნილი ტუტემიწა ლითონების მარილების შემცველობასთან, ძირითადად კალციუმისა და მაგნიუმის (ე.წ. სიხისტის მარილების) განასხვავებენ დროებით (კარბონატულ) სიხისტეს, განპირობებულს კალციუმის და მაგნიუმის ჰიდროკარბონატებით Ca (HCO3)2; Mg(НСО3)2 და მუდმივ (არაკარბონატულ) სიხისტეს, გამოწვეულს სხვა მარილების, ძირითადად Ca და Mg სულფატების და ქლორიდების (CaSO4, CaCl2, MgSO4, MgCl2), არსებობით, რომლებიც წყლის დუღილისას არ გამოიყოფა. ხისტი ან რბილი წყლის მოხმარება, როგორც წესი, არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ მაღალი სიხისტე ხელს უწყობს საშარდე გზებში ქვების წარმოქმნას, ხოლო დაბალი - მცირედით ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ბუნებრივი წყლების სიხისტე შეიძლება საკმაოდ ფართო დიაპაზონში შეიცვალოს და არამდგრადია მთელი წლის განმავლობაში. იგი იზრდება წყლის აორთქლების შედეგად, მცირდება წვიმების სეზონში, ასევე თოვლისა და ყინულის დნობის პერიოდში. წყლის სიხისტის აღსანიშნავად რიცხვობრივად მასში კალციუმის და მაგნიუმის კათიონების კონცენტრაციის მნიშვნელობები მოჰყავთ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9