აქტიური ქლორის შემცველი ქიმიური რეაგენტების შეყვანა წყალში დეზინფექციის მიზნით. წყლის ქლორირება გაწმენდის ბოლო ეტაპზე უზრუნველყოფს მის წინააღმდეგობას მეორადი ბაქტერიული დაბინძურების მიმართ წყალმომარაგების ქსელებთან შეხებისას. წყლის ქლორირება - ყველაზე გავრცელებული იაფი და ეფექტური სადეზინფექციო მეთოდია. ამ მეთოდის ნაკლოვანებები მოიცავს იმ ფაქტს, რომ ქლორებულ წყალს აქვს სპეციფიკური გემო და სუნი, ხოლო ქლორის მოქმედება ძირითადად ვრცელდება მცენარეულ არასპორის წარმომქმნელ ბაქტერიებზე. ქლორაციისთვის გამოიყენება 1-5%-იანი ქლორიანი კირი ან აირისებრი (ელემენტარული) ქლორი. ქლორის ჭარბი დოზებით დეზინფექცია აუარესებს წყლის ორგანოლეპტიკურ თვისებებს და იწვევს მის დენატურაციას, შესაძლებელია ბიოლოგიურად აქტიური, ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში ნივთიერებების წარმოქმნა, რის გამოც აუცილებელია რეაგენტის, სამუშაო დოზების და დაქლორვის რეჟიმის შერჩევისას დაცულ იქნეს სანიტარიული წესებით დადგენილი მოთხოვნები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.