&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყლის შედგენილობა

წყალში მინერალური და ორგანული ნივთიერებათა მინარევების ერთბლიობა იონურ, მოლეკულურ, კომპლექსურ, კოლოიდურ და შეჩერებულ მდგომარეობაში, აგრეთვე მასში შემავალი რადიონუკლიდების იზოტოპური შედგენილობა. წყალი (წყალბადის ოქსიდი, წყალბადის ჰიდროქსიდი) არის ბინარული არაორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით H2O: წყლის მოლეკულა ორი წყალბადისა და ერთი ჟანგბადის ატომისგან შედგება, რომლებიც კოვალენტური ბმით არიან დაკავშირებული. წყალხსნარში მარილების აბსოლუტური უმრავლესობა იონების სახით არსებობს. ბუნებრივ წყლებში დომინირებს სამი ანიონი (ჰიდროკარბონატი HCO3 -, ქლორიდი Cl- და სულფატი SO4 2-) და ოთხი კატიონი (კალციუმი Ca2+ , მაგნიუმი Mg2+ , ნატრიუმი Na+ და კალიუმი K + ) - მათ მთავარ იონებს უწოდებენ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9